Saturday, October 1, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

საინტერესო და ნაყოფიერი მეცხრე დღე და ტრენინგიც დარულდა... დღეს გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას, საკუთარი პორტფოლიოები ავტვირთეთ ბლოგზე. გავეცანით კოლეგების პროექტებს და გავაკეთეთ უკუკავშირი,კომენტარის სახით. ჩემთვის ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, ბევრი რამ ვვისწავლე. ეს ტრენინგი დამეხმარება,რომ უფრო წარმატებით წარვმართო ჩემი საქმიანობა და მოსწავლეებს დავეხმარო მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და რეალურ ცხოვრებაში მის გამოყენებაში. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. დიდი მადლობა!

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

საქაღალდის ბმული

Saturday, September 24, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. განვიხილელეთ მოსწავლის პროექტის შეფასება, შეფასების სტრატეგიები, მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა.გავეცანით მოსწავლეთა შეფასების ფორმებს, ჯგუფური მუშაობის დროს. ვიმუშავეთ ჯგუფებში და ინდივიდუალურად. ვფიქრობ, მიღებული ცოდნა, დამეხმარება კლასში სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს. დიდი მადლობა!

Thursday, September 22, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს (წყვილებში) მეწყვილეს მივეცით რჩევები, ვისწავლეთ, როგორ ავტვირთოთ მომზადებული პრეზენტაცია ბლოგზე. ვიყავით მოსწავლის როლში, გავაკეთეთ სლაიდ შიოუ. დღეს ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო. დიდი მადლობა!

Sunday, September 4, 2016

მეორე დღის რეფლექსია

   ძალიან ნაყოფიერი დღე იყო, ბევრი საინტერესო და ახალი ვისწავლე, რომელსაც ვფიქრობ აქტიურად გამოვიყენებ სწავლების პროცესში...
    გავეცანი პროექტის მოთხოვნებს, რომ პროექტზე დაფუძვნებული სწავლის საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების მრავალგვარი შესაძლებლობა არსებობს. პროექტები, რომლებისც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს შეიძლება განსხვავდებოდეს თემატიკისა და მასშტაბების მიხედვით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან. პროექტები ემსახურება კონკრეტულ, მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს.ვფიქრობ ბავშვებისთვისაც უფრო მეტად სახალისო და კარგი იქნება მომავალში პროექტებზე მუშაობა.
    შევქმენი საკუთარი ბლოგი, რომელიც ხელს შემიწყობს მოსწავლეებს დავეხმარო  სასწავლო ამოცანების მიღწევებში. მე ჩემს ბლოგში შევიტან, საკლასო აქტივობებს, პროექტის შედეგებს, მოგზაურობის ისტორიებს, მოსწავლეების მიერ შექმნილ ილუსტარციებს... 
    ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა, განვიხილეთ რამოდენიმე მოდელი და გავეცანით ბროშურის შექმნის ძირითად კრიტერიუმებს.

     დიდი მადლობა!